Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების – ჟოზეფ ბორელი

მარშალ პრესი 19/02/2024
ბორელი

მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, -ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ბრიუსელში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

„დიახ, ჩვენ შევხვდებით საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა ევროპულ გზაზე. საქართველო კარგად მუშაობს, ძლიერი მხარდაჭერაა ქართული საზოგადოების და კარგი ღონისძიებაა საქართველოსთვის“, – აღნიშნა ბორელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.

Post navigation

Previous: ვასაძე ბიძინა ივანიშვილს „ფარჩაკს“ და „მელკი“ ვაჭარს რომ უწოდებს, ეს იგივეა, კურდღელმა ლომს გულადობა დაუწუნოს – ჯაბა ხუბუა
Next: ისმის მძიმე ბრალდება, თითქოს კანონპროექტით გათვალისწინებულია ცხოველების მასობრივი ევთანაზია, რაც არის სრული სიცრუე – მაია ბითაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.