Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლიტიკასთან მათი მიშვება არ შეიძლება – გოგა ხაინდრავა ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 19/02/2024
გოგა ხაინდრავა

პოლიტიკასთან მათი მიშვება არ შეიძლება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობის ჩამდენი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. როგორც არასდროს, დღეს ჩვენ გჭირდება ერთიანობა, ხალხის, საზოგადოების, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მონოლითური ერთად ყოფნა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალური ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მან მომავალ არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ გასაკეთებელ არჩევანზე ისაუბრა.

„ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. დღეს მსოფლიოში არის ისეთი ვითარება, რომ კაცმა არ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება, ისეა ურთიერთობა გამწვავებული. ისეთი პოზიცია, როგორც დღეს აქვს, საქართველოს სახელმწიფოს არ ჰქონია საუკუნეების მანძილზე. დღეს ჩვენ პოლიტიკურ რუკაზე ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, რომელმაც განაცხადა, რომ აქვს უნარი და აჩვენა კიდეც, საკუთარი ინტერესების დაცვა. ახლა ყველაფერი ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს და მჯერა, რომ ესმის კიდეც. დღევანდელი დღეს სწორედ ამის მაჩვენებელია, რომ ქართული საზოგადოება ძალიან გაიზარდა – პოლიტიკურად, სულიერად, ყველანაირად. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ დღეს არჩევანი არ არის. ძალიან ცუდია, რომ არჩევანი არ გვაქვს.

დღეს ვინც არიან: ლაკა, მაკა, კიკუ და სხვები, პოლიტიკასთან მათი მიშვება არ შეიძლება, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობის ჩამდენი ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. როგორც არასდროს, დღეს ჩვენ გჭირდება ერთიანობა, ხალხის, საზოგადოების, ხელისუფლებისა და სახელმწიფოს მონოლითური ერთად ყოფნა.

როგორ გადალაგდება მსოფლიოში ვითარება, არავინ იცის, მაგრამ ის, რომ დღეს ჩვენ ორ ფეხზე ვდგავართ და ქვეყანა ვართ და ის, რომ ქართულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი, იმის საწინდარია, რომ ჩვენ ამ მძიმე დროს წარმატებით გავივლით“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

Continue Reading

Previous: ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ყველაფერი აპატია და თუ რამე გაუჭირდება, პირველი დაუდგება გვერდში (ვიდეო)
Next: ლევან ხაბეიშვილმა სუპერმარკეტში ფასების მონიტორინგი განახორციელა (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025