Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება – სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის

მარშალ პრესი 18/02/2024
სოზარ სუბარი

„როცა საქართველოში ყველაზე დიდი გაჭირვება იყო, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ქართული ელიტა გადაერჩინა“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედების შესახებ ისაუბრა.

„სპორტსმენები, მეცნიერები, ხელოვანები – ისინი, ვინც საქართველოს და ქართველობას ქმნიან, ვინც საქართველოს წარსული შექმნა და ვინც მომავალს ქმნიან; ვინც საქართველოს სახები არიან – ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს. მან ძალიან კარგად იცოდა, რამხელა საფრთხეში იგდებდა თავს, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდა. იმ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე იყო წამსვლელი.

არც ვიცი მაქვს თუ არა ამის თქმის უფლება, ამიტომ, არ დავასახელებ, თუ რომელი ქვეყნის ელჩი იყო – როდესაც ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთ ელჩთან ერთად მთათუშეთში უნდა გაფრენილიყო, ელჩმა უთხრა, არ წავიდეთ, სახიფათოა, რადგან სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, ჯერ კიდევ აქვს გავლენები და შეიძლება ჩამოგვაგდონო. ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ელჩებმა ამ დონეზე იცოდნენ, თუ რა საფრთხეები იყო. მაგრამ, ბიძინა ივანიშვილისთვის არსებობს ერთი მთავარი ღირებულება – სამშობლო და ქართველი კაცი, რომელიც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი უნდა იყოს და არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: როდესაც „ნაცმოძრაობა“ ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გადაარჩინა ქართული სულიერება ნაცებისგან
Next: ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ყველაფერი აპატია და თუ რამე გაუჭირდება, პირველი დაუდგება გვერდში (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025