Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვისთვისაც მისაღები იყო, საქართველოს ინტერესზე მაღლა ვიწროპარტიული ინტერესი დაეყენებინა, ამ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია

მარშალ პრესი 18/02/2024
მიხეილ სარჯველაძე

როდესაც ქართველ ამომრჩეველს შეკვეთებს აძლევენ იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს მათი არჩევანი, ეს სწორი არ არის, ამას უნდა დაანებონ თავი და საკუთარი ქმედებები, იდეოლოგია, მსოფლმხედველობა უნდა მოიყვანონ შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან და არა პირიქით, ბრძანებებს გასცემდნენ ქართველი ერის მიმართ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ასე მუშაობს დემოკრატია და ამისგან განსხვავებულია ზურაბიშვილის მისწრაფება, სურვილებიც და პოლიტიკაც. მეჩვენება, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანიც არის, მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობის მიღმა ყველაზე რადიკალური ფლანგი ვინც არის, ვისთვისაც, მაგალითად, იყო მისაღები და დასაშვები, რომ საქართველოს ინტერესზე მაღლა დაეყენებინა საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესი, როგორც ჩანს, ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან გარიგებას გეგმავს ზურაბიშვილი, უფრო სწორად, უკვე გარიგებულია, ასეც შეგვიძლია ვთქვათ, რადგან გასაგებია, რომ როდესაც ერთი და იგივე რიტორიკა წარიმართება და ერთსა და იმავენაირად დამაზიანებელი, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს მათ ერთიანობაზე მეტყველებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„იქნებ დროა, საქართველომ კოალიციური მთავრობა გამოსცადოს. კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.

Post navigation

Previous: მამუკა ხაზარაძე ფერმერებს შეხვდა და ლამისყანური ხახვიც მოინახულა
Next: სალომე ზურაბიშვილის განცხადებები კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პოლიტიკური უვიცობაა – ნინო წილოსანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.