Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბიზნესი
  • სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა

მარშალ პრესი 18/02/2024
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა UFC 298-ზე ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ეს მისთვის ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე გამარჯვებაა.

სუპერმსუბუქი წონის დაპირისპირება სამრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი თანაბარი გამოვიდა. მეორე რაუნდიდან დვალიშვილმა ტემპს მოუმატა, მეტოქე რამდენჯერმე მიწაზეც გადაიყვანა. მესამე რაუნდში ქართველი მებრძოლი კიდევ უფრო გააქტიურდა და ჰენრი სეხუდომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.

სეხუდო UFC-ის მესამე ყოფილი ჩემპიონია, რომელიც მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა. აქამდე მან ჟოზე ალდოს და პიტერ იანსაც მოუგო.

დიდი ალბათობით, დვალიშვილის მორიგი ბრძოლა UFC-ში სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იქნება.

Continue Reading

Previous: ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია
Next: ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ევთანაზიის არანაირი ახალი რეგულაცია არ შემოგვაქვს, უფრო მეტიც მოქმედი კანონმდებლობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ევროკავშირის კანონმდებლობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025