Skip to content
01/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო – ბიძინა ივანიშვილი

მარშალ პრესი 18/02/2024
ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას უსამძიმრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ლევანი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში. არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება.

ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

Post navigation

Previous: გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა
Next: ნეტავ ახლა, “ნაშამქორალი” ნათია მეზვრიშვილი როგორ “გააპრავებს” გახარიას მიერ გადამალულ 3000 განკარგულებას?! – თაკო ჩარკვიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.