Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სინამდვილეში, ის რასაც ამბობს, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას. მას უნდა მოატყუოს ქართველი ხალხი, თუმცა ქართველი ხალხი ასე ადვილად არ ტყუვდება

მარშალ პრესი 17/02/2024
სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მამუკა ხაზარაძეს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ როდესაც ის რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრობს, კარგად იცის, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოს ვნებს, ვინაიდან სანქციების დაწესება ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას ნიშნავს.

„სინამდვილეში, ის რასაც ამბობს, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას და ეს მან ძალიან კარგად იცის. უბრალოდ, მას უნდა მოატყუოს ქართველი ხალხი, თუმცა ქართველი ხალხი ასე ადვილად არ ტყუვდება. როდესაც ევროკავშირი უწესებს სანქციებს რუსეთს და მიუხედავად ამისა მასთან მაინც ვაჭრობს, რუსეთი აგრძელებს ამ ვაჭრობას იმიტომ, რომ მისთვის ეს მომგებიანია – რუსეთს აქედან უზარმაზარი ფული შესდის. საქართველოსთან ვაჭრობას რაც შეეხება, ეს ინტერესი მას პრინციპში არ აქვს.

ეს საქართველოსთვისაა უფრო მომგებიანი და ამიტომ ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესება, ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად გაწყვეტას და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით, 10-დან 18 %-მდე ვარდნას,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სოზარ სუბარმა.

Continue Reading

Previous: ალექსეი ნავალნისთვის გამართლებული იყო საქართველოს ოკუპაცია. ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რა ერქმევა ოკუპანტს, პუტინი თუ ნავალნი?
Next: ყველა კუბოს ერგება ეს “მაოხრებელი გზირი” და მისი საცოდავი სექტაც, ერთხმად მღერის – “პოლიქრონიონ”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025