Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს. თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო, ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში

მარშალ პრესი 17/02/2024
მიხეილ სარჯველაძე

„ლელოში“ თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც განაცხადეს პენსიებზე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ მამუკა ხაზარაძის ლოგიკას მივყვებით, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა.

„ხაზარაძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს და თან ვაჭრობას არ შეწყვეტს. თვითონაც ხვდებიან, რომ ის, რაც თქვეს, საზოგადოების მოტყუების მცდელობა იყო. ახლა უბრალოდ გაიჭედნენ მათემატიკაში. სანქციები რომ დავუწესოთ რუსეთს, ეს გამოიწვევს 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას. პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება არათუ პენსიის გაზრდა, არამედ არსებული პენსიის დაფინანსება შეიძლება გახდეს პრობლემა, თუ მივყვებით იმ ლოგიკას, რაც აქვს ბატონ ხაზარაძეს. მგონი გასაგებია, რომ ის იტყუებოდა, უბრალოდ ახლა გამოაშკარავდა მისი ტყუილი და შესაბამისად, ამ გზით თავდაცვა უწევს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო
Next: “ტაბლომ” გამოსავალი მოძებნა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.