Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით სერგეენკო: სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარჯავს 24 მილიონს და ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს

მარშალ პრესი 11/05/2022
დავით სერგეენკო

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. დათვლილი და დამტკიცებულია, რომ როდესაც სახელმწიფო თავისი ჯანდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტს ხარჯავს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში, ეს ითვლება სტაბილურ თამასად. ჩვენ ახლა ვხარჯავთ 24 მილიონს. ეს დაახლოებით 2 პროცენტია და ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს. ეს ის ციფრებია, რომელთან კამათს აზრი არ აქვს, ეს არის მოცემულობა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ სწორება ამ ციფრებზე უნდა იყოს იმიტომ, რომ ამის გარეშე არც კლინიკურ მედიცინაში და არც ჯანდაცვაში სასწაულები ვერ მოახდება.

„ჯანდაცვა ნამდვილად არ არის პრივილეგია და ნამდვილად არ არის სახელმწიფოს მიერ გაღებული მოწყალება მისი მოქალაქეების მიმართ. არამედ, ჯანდაცვა არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

Continue Reading

Previous: ირაკლი ჩიქოვანი: ჯანდაცვის სფეროში დიდი გამოწვევები იქნა გადალახული, თუმცა ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და მეტი რესურსი ჩავდოთ
Next: დიმიტრი ხუნდაძე: არ ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს ჩამონათვალში არსებულ მძიმე დიაგნოზებს შეესაბამებოდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025