Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ამხელდა პუტინის რეჟიმს, ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე

მარშალ პრესი 17/02/2024
სოზარ სუბარი

“სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ამხელდა კორუფციას, ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.

“ჯერ ერთი, ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს და ჟურნალისტური გამოძიებებით ამხელდა კორუფციას. ხოლო, სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე და ამისთვის უნდა აგოს პასუხი. სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს და ფეხზე ქვებით ჩაბმული ზღვაში გადააგდეს დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, რომლებმაც მოიტაცეს და 40 ტყვიით დახვრიტეს როინ შავაძე და უამრავი ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასე რომ, საერთო არაფერი არ არის ნავალნისა და სააკაშვილს შორის”, – განაცხადა სუბარმა.

Continue Reading

Previous: სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვება ჰაერში ხელების ტყუილად ქნევაა – დავით მათიკაშვილი
Next: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025