Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციაში არ არის არანაირი რესურსი. არანაირი რეიტინგი. რაც “ოცნება” ხელისუფლებაშია, ეს არის პირველი არჩევნები, რომელსაც არ აქვს არანაირი ინტრიგა

მარშალ პრესი 17/02/2024
ზაზა შათირიშვილი

„რეალური სიტუაცია ისეთია, რომ ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არანაირი რესურსი, არანაირი რეიტინგი არ აქვს და ეს არის მართლა სერიოზული პრობლემა“- ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა Postv-ის ეთერში, გადაცემაში „დიდი გადაცემა“ განაცხადა.

როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2024 წლის არჩევნებს ინტრიგა არ აქვს.

„ძალიან პარადოქსული სიტუაციაა. განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ამ არჩევნებს საერთოდ ინტრიგა აღარ აქვს. ამ 11-12 წლის განმავლობაში, რაც „ ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს არის ალბათ პირველი არჩევნები, როდესაც არჩევნებს არ აქვს არანაირი ინტრიგა. ეს მარტო ხაზარაძეს არ ეხება, ყველას ეხება, გახარიასაც. მაგალითად გახარიას თავიდან ჰქონდა წარმატება, მაგრამ როგორც კი წითელ ხაზს გადასცდა, გახარიამაც დაკარგა რეიტინგი. ოპოზიციაში არ არის არანაირი ქარიზმა, რეიტინგი, რესურსი, განსხვავებით ყველა წინა არჩევნებისაგან, საერთაშორისო სიტუაციაც ისე დალაგდა და ეს წელიწად-ნახევარიც ისე წავიდა, რომ არჩევნებს არ აქვს არანაირი ინტრიგა“- განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

Continue Reading

Previous: ვერ ვაფასებთ ვინ გვყავს – გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე
Next: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა ბრიუსელში 20 თებერვალს გაიმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025