Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჟოზეფ ბორელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მარშალ პრესი 17/02/2024
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჟოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოავლინა თავისი ცხოვრების განმავლობაში. იგი მამაცურად დაბრუნდა რუსეთში მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ. მან იმედი მისცა რუსეთში დემოკრატებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. რუსეთის ხელისუფლებამ ალექსეი ნავალნის ლეგიტიმურ პოლიტიკურ და ანტიკორუფციულ საქმიანობას უპასუხა პოლიტიკურად მოტივირებული ზომებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსეთს, უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ის ნელ-ნელა მოკლეს პუტინმა და მისმა რეჟიმმა, რომელთაც არაფრის ეშინიათ იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარი ხალხის განსხვავებული აზრისა. ჩვენ ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ პასუხი ვაგებინოთ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაადგინოს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Continue Reading

Previous: ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას
Next: ვერ ვაფასებთ ვინ გვყავს – გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025