IMG.GE ___________________________________ IMG.GE

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის წევრი, მაია ბითაძე ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდნენ.

ონლაინ ფორმატში შეხვედრისას, საუბარი ხელისუფლებისა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ შესრულებულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ პროგრამაზე, პანდემიის პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დიასპორის მხარდამჭერ პროექტებზე.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატო-სთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის მხრივ.

„ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დამსახურება დიდია და მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საქართველოს საზღვარგარეთ საუკეთესო სახით წარმოადგენთ. ამ წლების განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით მოცულობითი სამუშაოს შესრულება მშვიდობის განმტკიცების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის რეფორმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოს აქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან, ნატო-სთან და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობის მხრივ. გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია. საქართველო მზად არის თავისუფალი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად არსებითად პროპორციული სისტემით, ჩვენი გუნდი კი – ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად“, – განაცხადა დიასპორასთან შეხვედრისას არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება