Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე

მარშალ პრესი 16/02/2024
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პასუხისმგებელი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

“პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე. პუტინის სამიზნე მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, როგორც ეს ვიხილეთ უკრაინაში. ის ასევე საშინელ დანაშაულებს ახორციელებს საკუთარი ხალხის მიმართ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

“ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდ საქმეს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა”, – განაცხადა ბაიდენმა.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

Continue Reading

Previous: იტალიის პრემიერი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს
Next: გვაქვს პრეტენზია, რომ ხალხის პარტია ვართ – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025