Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით სერგეენკო: რეალური გამოწვევები იქნება მანამ, სანამ არ იქნება ჯანდაცვის სისტემის სტაბილური დაფინანსება, რომელიც იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიდან

მარშალ პრესი 11/05/2022
დავით სერგეენკო

რეალური გამოწვევები ძალიან ბევრია და იქნება მანამ, სანამ ჩვენ, მთლიანობაში, არ გავალთ მაჩვენებლებზე, რასაც ჰქვია ჯანდაცვის სისტემის სტაბილური დაფინანსება, რომელიც იწყება მთლიანი შიდა პროდუქტის 5 პროცენტიდან, არა 4-დან და არა 3-დან, არამედ 5-დან, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.

მისი თქმით, აღნიშნულ მაჩვენებელზე გასვლა მყისიერად ვერ მოხდება და ამას დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილებები სჭირდება.

„პარლამენტში, ჩვენ ერთობლივად, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ იმისთვის, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს, სწორება გვქონდეს ამ 5 პროცენტზე და არა იმაზე, რომ არასრულ 3 პროცენტზე გვქონდეს მოლოდინები და რაღაცას მყისიერად მოვაგვარებთ. უბრალოდ, ვერ მოხდება ეს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

Post navigation

Previous: ზაზა შათირიშვილი – არ მგონია, „დამკვეთი ძალა“ ზეწოლის ამ ფორმაზე შეჩერდეს და საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩასართავად კიდევ უფრო მეტი, თუნდაც რადიკალური ნაბიჯები არ გადადგას…
Next: გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ძალადობა არის მათი თავი და ბოლო. ეს ადამიანები არასოდეს გამოსწორდებიან, სრული შემადგენლობით კრიმინალები არიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.