IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ყველა კვლევით საბოლოოდ ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„55 პროცენტი პესიმისტური შეფასებაა, ჩვენ გაცილებით მეტს ავიღებთ. დღეს არსებული რეალობიდან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რა შედეგიც დადგება და არ შეიცვლება“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

შურვატიონ-ის კვლევის შედეგების მიხედვით, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 22%.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება