IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თეა წულუკიანი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და სპეცოპერაციის დროს პოლიციის ქმედება შეაფასა.

„რაც შეეხება დამნაშავის შეპყრობას, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ რაც არის საერთაშორისო და უფრო კონკრეტულად ევროპული სტანდარტი, როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე. სტანდარტი ადამიანის უფლებებისა ამბობს, რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის შეპყრობაზე“, – განაცხადა წულუკიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება