IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ვფიქრობთ, მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი იმისთვის, რათა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საფუძვლიანი განცდა იმისა, რომ ყველა სხვა პარტიისგან დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას და პარლამენტშიც მნიშვნელოვანი უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა Survation-ის კვლევის შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამომრჩეველთან შეხვედრებზე გრძნობენ რამდენად დიდია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა.

„მე და ჩემი გუნდი, როდესაც ვაცხადებთ, რომ ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა გვაქვს, ეს მათ შორის იმ კვლევას ეყრდნობა, რომელიც რომელიც თუნდაც გუშინ გამოქვეყნდა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, პირადად მე ასევე ვეყრდნობი ამომრჩეველთან შეხვედრებსაც და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მმართველ გუნდს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. მე კიდევ უფრო მეტად ვამაყობ იმ მონაპოვარით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში მოიტანა. მე და ჩემი გუნდის წევრები კი არ ვწყვეტთ თქვენ მაგივრად, ვინ იქნება ხელისუფლებაში, არამედ ეს არჩევანი ხალხმა „ქართული ოცნების“ ძალისხმევით 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ დაიბრუნა.

თქვენ გადაწყვეტთ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ ციფრებს და იმ განწყობას, რაც არის ამომრჩეველთან შეხვედრისას და ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა საკმაოდ მაღალი იმისთვის, რათა „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს საფუძვლიანი განცდა იმისა, რომ ყველა სხვა პარტიისგან დამოუკიდებლად შექმნის მთავრობას და პარლამენტშიც იქნება მნიშვნელოვანი უმრავლესობით წარმოდგენილი.

რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ მზარდ რეიტინგს, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი რეიტინგი ბოლო კვლევისგან განსხვავებით2-3 %-ით მეტია, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ისინი ჭამენ მათივე დანაყოფების, აღმაშენებლების და სხვა მეფეების რეიტინგს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გუშინ Survation-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევით თანახმად, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ 55% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 22%

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება