IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თეა წულუკიანი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პოლიციას მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, ბრიფინგზე განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ყველამ ვიხილეთ ძარცვა და ათეულობით ადამიანის მძევლად აყვანა, პირველი შემთხვევაა როდესაც მეძლევა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა და თქვენის ნებართვით მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინსიტროს მთლიანად სისტემას და უფრო კონკრეტულად ბატონ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის მთლიანად მთელს შემადგენლობას და ალბათ არავინ მიწყენთ თუ ბატონ ავთანდილ გალდავას გამოვყოფ ცალკე და ვიტყვი რომ ნამდვილად საამაყოა როდესაც ქართულ პოლიციაში არსებობენ ასეთი ადამიანები.

ასევე მადლობა ეფუძნება ჩემი მხრიდან იმას, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურებისა და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ სამწუხაროდ ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში სადაც ტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. მადლობა პოლიციას, რომ ეს ასე არ მოხდა. მე მიკვირს რომ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადარჩა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება