Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!

მარშალ პრესი 16/02/2024
ზურაბ ქადაგიძე

გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს! – წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძის თქმით, გვარამია იყო, არის და იქნება ნაც-მოძრაობის მოძალადე სისტემის არქიტექტორი.

„გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს! გვარამია იყო პარლამენტის დეპუტატი, გენ-პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და ბოლოს განათლების მინისტრი; შესაბამისად, ჯერ ემსახურა რეჟიმზე მორგებულ კაბალურ კანონშემოქმედებას.

შემდეგ იყო პოლიტიკური პროკურორი, რომლის კისერზეა 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის დარბევა, იუსტიციაში, ადეიშვილთან და ახალაიასთან ერთად შექმნა ციხის სადამსჯელო რეჟიმი, რასაც ასობით პატიმარი შეეწირა და ათასობით მსჯავრდადებული გახდა უნარშეზღუდული, ხოლო ბოლოს – განათლების სისტემა მთლიანად, ახალი თაობის გონების სტერილიზაციასა და ახალგაზრდების გენ-მოდიფიცირებას მოახმარა! ასე რომ – “არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა რეცხო ქვიშითაო”… გვარამია იყო, არის და იქნება ნაც-მოძრაობის მოძალადე სისტემის არქიტექტორი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილი გერმანიაშია (ვიდეო)
Next: „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი აქვს 60%-მდე, რადიკალურ ოპოზიციას დაახლოებით 20%; ე.წ გადაუწყვეტელ 15%-დან 20%-მდე ამომრჩეველს უმიზნებს ხაზარაძეც, გვარამიაც და ცდილობენ, ხალხი მოატყუონ და შექმნან ფონი, თითქოს ისინი არიან “ნაცმოძრაობისგან” დამოუკიდებლები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025