IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჩვენ დიდ აქცენტს ვაკეთებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლების გაზიფიკაციაზე. ამ რაიონებში, ამ სოფლებში მცხოვრები ადამიანები ჩვენს განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

„ასეთი 74 დასახლება გაზიფიცირდა და მთლიანობაში 17 ათასამდე ოჯახმა მიიღო გაზი. მინდა ავღნიშნო, რომ სამეგრელოში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებს ჩვენ გარდა ამისა, დავეხმარეთ არა მარტო გაზის შეყვანით არამედ, გაზის მიერთების საფასურიც დავუფინანსეთ და ამით გავუმარტივეთ ამ სიკეთის საკუთარ ოჯახებში მიღება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება