Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ – დავით მათიკაშვილი “ლელო”-ს დაპირებაზე

მარშალ პრესი 16/02/2024
დავით მათიკაშვილი

რადიკალიზმით და აგრესიული რიტორიკით გამორჩეულმა „ლელომ“ კიდევ იმით გამოიჩინა თავი, რომ ტყუილების და ცრუ დაპირებების კორიანტელი დააყენა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, პარტია „ლელო“ ვალდებულია მისმა წარმომადგენლებმა საზოგადოებას აუხსნან როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1000 ლარამდე.

„ერთ-ერთი გამორჩეული ტყუილია ის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდებიან საზოგადოებას. ამავდროულად, ასევე განცხადებული პოზიცია აქვთ, რომ თუკი ისინი ხელისუფლებაში მოვლენ რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და მათთან შეწყვეტენ ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ვალდებულია „ლელო“, მისი წარმომადგენლები გამობრძანდნენ და საზოგადოებას აუხსნან ამ პარადოქსულ ტყუილს როგორ ასაღებენ სიმართლედ, როგორ შეიძლება ეკონომიკის 10%-იანი ვარდნის პირობებში პენსიები გაიზარდოს 1000 ლარამდე“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

Continue Reading

Previous: ღმერთმა დაგვიფაროს და, “ლელოს” ხედვა რომ განხორციელდეს, ეკონომიკის ზრდის დაჩქარება კი არა, საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვექნება თუ არა, ეს იქნება საკითხი – სანდრო რაქვიაშვილი
Next: ციფრებში არიან დაკარგულები – ირაკლი ზარქუა “ლელო”-ს 1000 ლარიან დაპირებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025