IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, მაგრამ განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს სამეგრელოში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ წალენჯიხაში საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლამდე სამეგრელოში საკმაოდ დაბალი იყო გაზიფიცირების დონე.

„ყველაზე მეტი, 92 დასახლებული პუნქტი და ყველაზე მეტი აბონენტი, 40 ათასზე მეტი ოჯახი, სწორედ სამეგრელოში გაზიფიცირდება. გაზიფიკაცია, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სოციალური ყოფის გაუმჯობესება. ეს არის არის ახალი შესაძლებლობა ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს არის შესაძლებლობა მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. სამეგრელო ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ხელისუფლების მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა სამეწარმეო პროექტში, მათ შორის, მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომ არ ჩავთვალოთ ათასობით სასოფლო-სამეურნეო პროექტი, რაც აქ განხორციელდა, 20 ინდუსტრიული საწარმო დაფინანსდა ბოლო წლებში, 28 მცირე და საოჯახო სასტუმრო, 914 მიკროგრანტი გაიცა. ამ დღეებში მიმდინარეობს ახალი განაცხადების მიღება მიკრო გრანტების პროგრამის და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სამეგრელოა, 1800-მდე განაცხადი უკვე შემოვიდა მიკრო გრანტების მიღებისა და მცირე ბიზნესის დაწყების მსურველთაგან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება