Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოდიშის ნაცვლად ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას – შალვა პაპუაშვილი ნიკა გვარამიაზე

მარშალ პრესი 16/02/2024
შალვა პაპუაშვილი

თავის დროზე, როდესაც ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას ჩამოაცილა მიხეილ სააკაშვილის ტირანული რეჟიმი, ხალხში იყო მოთხოვნები, ყოფილიყო პროცესი, რომელიც გაასამართლებდა იმ პერიოდის რეჟიმის შემოქმედებს.

იცით, რომ მათ შორის გარედან მოხდა ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დაეფარათ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი პასუხისმგებლობისგან – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სისტემური პრობლემები იყო. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება.

მისივე თქმით, დღეს ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას და იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას.

„ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მაგალითზე ვხედავთ, როგორია ასეთი გარე ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში იმისთვის, რომ დამახინჯდეს, ხელი შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას. ჩვენ ვხედავთ, რა ენერგია იხარჯება მიხეილ სააკაშვილზე ყალბი სტატიებით, ყალბი ექსპერტიზებით, უცხოელი პოლიტიკოსების ყალბი განცხადებებით და თქვენ წარმოიდგინეთ, რა სიტუაცია იყო ათი წლის წინ, როდესაც უფრო დიდი ტალღა იყო მაშინ იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელ მფარველებს აერიდებინათ მათვის დამსახურებული სასჯელი და სასამართლო.

სამწუხაროდ, თავის დროზე გარედან ჩარევის გამო ვერ მოხდა მართლმსაჯულების აღსრულება, დღეს ბოდიშის ნაცვლად ქართველ ხალხს პასუხად უბრუნებენ კვლავ რადიკალიზაციას, კვლავ იგივე რეჟიმის აღდგენის მუქარას“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ამერიკაში ორი ძირითადი ლიბერალური ფრაქციის ძალები კონსოლიდერდებიან – დავით ქართველიშვილი
Next: ისე დაკნინებულია “ნაცმოძრაობა” და მისი სატელიტები, რომ მათ პატრონებს აღარაფერი დარჩენიათ, ამ უსამშობლო აგენტებს სათავეში ჩაუყენონ შედარებით გამოცდილი აგენტი, სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025