პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას კარგავს – რა კანონპროექტს იხილავს პარლამენტი

495
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაუბრუნდა, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “საარჩევნო კოდექსში” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი უმრავლესობის წევრების ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნეს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება