Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვარამიამ პირდაპირ აღიარა, თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს – ნინო ფოჩხუა

მარშალ პრესი 16/02/2024
ნინო ფოჩხუა

ნაციონალური მოძრაობის, კრიმინალური რეჟიმის შემოქმედმა და სისტემის მსახურმა პირდაპირ აღიარა თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დახურული იყო ბოლო მოწვევის პარლამენტი, სასამართლო, ტელევიზიები, ხოლო, როცა ყველაფერი დახშულია, დახშულ ვითარებაში აფეთქებები ხდება, უკმაყოფილების ორთქლი არსად მიდის.

ფოჩხუას თქმით, მისთვის საინტერესოა არა ის, თუ რა გახდა გვარამიას აღიარების მიზეზი, არამედ ის, რომ გვარამიას მსგავსი ფიგურები პოლიტიკას ჩამოშორდნენ.

“ნაციონალური მოძრაობის, კრიმინალური რეჟიმის შემოქმედმა და სისტემის მსახურმა პირდაპირ აღიარა თუ რა უბედურება ტრიალებდა ქვეყანაში მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ეს აღიარება რას ემსახურება არ ვიცი და არც მაინტერესებს – მე მაინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, ჩვენ, ქართველმა ხალხმა უმძიმესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ გვარამიას და მისთანებს. ვერც გვარამია და ვერც მისი კრიმინალი მეგობრები ვერ უნდა ბედავდნენ საუბარს სასამართლოზე, მედიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე. ეს ხალხი სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას და ამის იდეალური შანსი სწორედ 2024 წლის არჩევნებზე აქვს ქართულ საზოგადოებას.” – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ხანდაზმული თაღლითები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს დაუწესებენ სანქციებს და გაწყვეტენ ყველანაირ სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობას. სწორედ ამ “დაპირების” ფონზე გამოიყურება 1000 – ლარიანი პენსიის დარიგება ყველაზე აბსურდულად
Next: სანქციების დაწესებით რუსეთს იოტისოდენა ზიანს ვერ მივაყენებთ, სამაგიეროდ საქართველოს ეკონომიკას ისეთ აპერკოტს მივაყენებთ, რომლითაც ის რამდენიმე წლით უკან იქნება გადასროლილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025