Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი იქნება – მიხაილ პოდოლიაკი

მარშალ პრესი 15/02/2024
მიხეილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ომს უკრაინაში, მაშინ რუსები თავს დაესხმებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და საბოლოოდ გააჩაღებენ მესამე მსოფლიო ომს.

“დღეს აშკარაა, რომ ბუფერული ზონა შეუძლებელია. თუ რუსეთი არ წააგებს, მაშინ რუსეთი ასე თუ ისე შეუტევს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს. ეს უეჭველი მომავალია. იგივე უნგრეთს არ აქვს სუვერენული უფლება დარჩეს ამ არაპროგნოზირებადი შედეგების მიღმა, როგორც ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

“დიდი კრიზისი მოხდება. ახლა არის ომი, მაგრამ იქნება დიდი კრიზისი მთელი ევროპისთვის. რატომ? იმიტომ რომ აშშ-ის, ევროკავშირის დახმარების გარეშე უკრაინა იბრძოლებს, მაგრამ უკრაინა უფრო სუსტი იქნება და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ რუსეთმა დაგვიპყროს. როგორც კი ეს მოხდება, იქნება ომი ნატოსა და რუსეთს შორის”, – დასძინა პოდოლიაკმა.

Post navigation

Previous: მცხეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წილკნის და წეროვნის დამაკავშირებელი 7 კილომეტრამდე გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
Next: ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც კოლეგას შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.