IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მწერალი თარხან გასვიანი სოციალურ ქსელში ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის შესახებ წერს:

“რა არის ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი?! სიკეთე? სამართლიანობა? ურთიერთპატივისცემა? სიყვარული ადამიანებისადმი? დახმარებისთვის უანგაროდ სრული მზადყოფნა? ქვეყნისადმი ღვაწლი? შრომა? მეგობრობა და მისი დაფასება? სიმამაცე?
ალბათ რომ გავაგრძელოთ გავავსებთ რამდენიმე გვერდს,(რათქმაუნდა არსებობს საპირისპირო შეფასებების კორეანტელი). თუმცა ადამიანების უმეტესობას ამ უამრავი გვერდიდან 1-2 თვისება თუ ამშვენებს, იმაზეც გაკვირვებით ვიტყვით ხოლმე, რომ რა სამართლიანია! ან რა ვაჟკაცია! ცუდი დროა, ამას გაკვირვებით არ უნდა ვამბობდეთ… Tariel Kakabadze ის ადამიანია რომელსაც ამ უამრავი “გვერდიდან” უამრავ საუკეთესო თვისებას შევუთავსებდი…მადლობა ღმერთს ადამიანებში არ მეშლება. ტარიელი, სანამ ჩემი მეგობარი ტატო გახდებოდა, მე ეს თვისებები დავინახე მასში. ჯერ ერთი-მერე მეორე(თუნდაც ბორკილებ დადებული სასამართლოში რომ დამინახა გამოვარდა დერეფნის მეორე ბოლოდან და ვიღებ საქმესო წერტილი დაუსვა ყველაფერს(ჩემთვის დიდი სტიმული იყო რომ ადამიანი ჩემს გამო ძვირფას დროს დახარჯავდა). რაც უფრო ახლოს ვიცნობ ამ ადამიანს მით მეთი სასიკეთოს თქმა მინდა…რამდენჯერ დამჭირვებია მისი დახმარება, როგორც მე ასევე ჩემს მეგობრებს, ჩემი მეგობრის მეგობრებს და კიდევ მათ მეგობრებს…ერთი ადამიანი არ მინახავს ტატოზე შექების გარდა გადაბრუნებული სიტყვა ეთქვას, იმიტომ რომ ტარიელი პირველ რიგში კაცია და შემდეგ უმაგრესი, ჩემთვის ნ1 ადვოკატი საქართველოში. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ტატოს სიკეთეზე არ არსებობს ისტორიაში პიროვნება, თუნდაც სულიერად და ხორციელად წმინდა არ ჰყავდეს მტერი(ელემენტალურად ყველაზე კეთილი ადამიანი გააკრეს ჯვარზე და ხალხი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს) ასე რომ კიდევ ერთხელ, რა გასაკვირია ტატოს ებრძოდნენ რამდენიმე ფრონტიდან. ვინაიდან მისი პრინციპები, გული, ემოციები და ტვინი არ არის სიბოროტისკენ მიმართული, დარწმუნებული ვარ ის ბოროტებას ვერ/არ ჩაიდენს.
მე უბრალოდ მჯერა ან არ მჯერა ადამიანების სიკეთისა და ბოროტების.
და ბოლოს ყველაზე დიდი სიბრძნე ამ თემატიკაზე და ყველა დროს მორგებული სიტყვები, რომელიც ჩვენმა გენიოსმა წინაპარმა ვაჟამ დაგვიტოვა!
“ცუდას რად უნდა მტერობა,
კარგია მუდამ მტრიანი!„
წარმატებები ტარიელ მე, და ყველა ის ადამიანი ვისთვისაც შენ სიკეთე გიკეთებია და არა მარტო ისინი, შენს გვერდში ვართ  დარმუწნებული ვარ შენ, შენს საქმიანობას, ისევ ისე გააგრძელებ, იქნები ისეთივე თავმდაბალი როგორიც ხარ, ჟინიანი და სამართლიანი კაცი და პროფესიონალი ადვოკატი!” – წერს გასვიანი

კომენტარის დატოვება
IMG.GE