Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია და შეუძლებელია, თავდებობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ

მარშალ პრესი 11/05/2022
ლევან იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თავდებობის საკითხზე ინიციატივას არ უერთდება.

მისივე თქმით, ეს სამართლებრივად გაუმართავი პროცედურაა, რადგან შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან. გარდა ამისა, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს.

„რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას ხელს არ მოვაწერთ, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზია ის, რომ სამართლებრივად გაუმართავი პროცედურაა. შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან. ამ საკითხის მიმართ ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია და შეუძლებელია ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც თავად ქმნიან და ცდილობენ, ყველას ხელი მოაწერინონ. ამ ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც მსჯელობას ვისურვებდი.”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს. მათი შუამდგომლობის ტექსტი გადაეგზავნათ დეპუტატებს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის უკვე მიიღეს.

Post navigation

Previous: თანამედროვეობის ყველაზე დიდი მოამაგე თავისი ქვეყნის და ერის – დავით მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილზე
Next: ახმეტაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.