Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მეგობრებო. არ მივცემთ საშუალებას ამ ქვეყნის მოღალატეებსა და მტრებს, რომ ქვეყანა მეორედ დაანგრიონ – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 15/02/2024
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკმარისი მხარდაჭერა აქვს არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანას მოუტანა უწყვეტი მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რეალური დემოკრატია. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა. ათწლიან ჭრილში ქვეყანა მსოფლიოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ათეულში მოხვდა და რატომ არ უნდა გვქონდეს ამაზე საუბარი ჩვენს ხალხთან?“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა ამ ყველაფერს ხედავს და მმართველ გუნდს მხარს ამიტომ უჭერს.

„სამწუხაროდ, დღეს ალტერნატივა, რაც ჩვენს ამომრჩეველს აქვს, არის წამება, გაუპატიურება, საშინელება, სიკვდილი და ომი. ამას სთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და, სამწუხაროდ ყველა პარტია, მათზე არის მიწებებული. ყველა მათ თამაშს თამაშობს. სხვა თამაში არ არსებობს. არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა – მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და განვითარება და მეორე მხარეს არის უბედურება. დაგავიწყდათ, 2 წლის წინ რა დღეში იყვნენ? მათი მიზანი აქ მეორე ფრონტის გახსნა იყო. მათი მიზანი იყო უკრაინიზაცია. მათი მიზანი იყო ქვეყნის განადგურება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მეგობრებო. არ მივცემთ საშუალებას ამ ქვეყნის მოღალატეებსა და მტრებს, რომ ქვეყანა მეორედ დაანგრიონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: როგორ შეიძლება თქვენ კითხვას სვამდეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში კორუფციასთან დაკავშირებით? – ირაკლი ღარიბაშვილი “ფორმულის” ჟურნალისტს
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი – მან თავად აირჩია, რომ დამდგარიყო რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის გვერდით და მისი ხვედრიც იქნება შესაბამისი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025