IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე, ყვითელი მიკროავტობუსი გაჩერებულ 3 ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება