Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური ოპოზიცია, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფები – ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის

მარშალ პრესი 15/02/2024
ირაკლი ღარიბაშვილი9

არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური ნამდვილი ოპოზიცია, ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფები, სატელიტები – როგორც გინდათ, ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც საუბარია ოპოზიციაზე, საუბარია ყველაზე ანტიეროვნულ ძალაზე, რომელსაც მძიმე წარსული აქვს.

“როცა ჩვენ ვსაუბრობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენს ქვეყანას – ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარა რუსეთს და გაწირა ჩვენი ხალხი ამ ომისთვის. გარდა ამისა, ყველამ კარგად იცით მათი მემკვიდრეობა, ეს არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერორი და ა.შ. – ამ ყველაფრის მონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენი მიზანი არის მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: ხაზარაძე შემიძლია მოვიხსენიო სააკაშვილის მაროდიორად – როდესაც სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის გადანაწილებაში, ქონებების მითვისებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025