IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ნინო წილოსანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ აღენიშნება. ამის შესახებ წილოსანმა პრაიმტაიმნიუსთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  კორონავირუსზე ისევ სახლის პირობებში მკურნალობს.

„კარგად ვგრძნობ თავს, სიმპტომები უკვე მესამე დღეა აღარ მაქვს. ვაგრძელებ სახლში იზოლაციას. პროტოკოლის მიხედვით, 14 დღის თავზე შემეძლება უკვე გამოსვლა“,- განაცხადა წილოსანმა.

ინფორმაციისთვის, ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ნინო წილოსანს კორონავირუსი ერთ კვირაზე მეტია, რაც დაუდასტურდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება