შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში მისი სახელობის ფრაქციის შექმნით კმაყოფილია

414
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” შექმნას. „ევროკავშირის პრეზიდენტი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან. მით უმეტეს, ახლა. ის ყურადღებით აკვირდება, როგორ სრულდება მიღწეული შეთანხმება და ის კვლავ მოუწოდებს ყველას, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. ეს ნამდვილი გამარჯვებაა საქართველოსთვის და ევროპის კავშირისთვის,“ განუცხადა რადიო თავისუფლებას შარლ მიშელის პრესმდივანმა ბარენტ ლეიტსმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება