Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%- დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული

მარშალ პრესი 11/05/2022
116

„ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს 73.4%-დან 2021 წელს 43.5%-მდე არის შემცირებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დღეის მდგომარეობით, წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი – 450 მლნ. ლარი, ხოლო 2022 წელი – 2541 მლნ. ლარი).

„ჩვენ გვაქვს ვალდებულება რაც შეიძლება რაციონალურად ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტი ისე, რომ სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა იყოს შენარჩუნებული. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული მოდელი (DRG). ჩვენ უკვე დავიწყეთ DRG-ის დანერგვის პილოტური პროექტი რამდენიმე შერჩეულ კლინიკაში. 2022 წლის ბოლომდე სისტემა მზად იქნება სრულად, ყველა კლინიკაში ასამოქმედებლად“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

Continue Reading

Previous: აგენტურის გაღიზიანება იმის დასტურია, რომ არ უნდა გავჩერდეთ და სიმართლე ბოლომდე უნდა ითქვას. გპირდებით, საზოგადოებას ვეტყვი სიმართლეს
Next: ამიერიდან, ელისო კილაძეს პირადი დაცვა და მძღოლი ეყოლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025