Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით, საგარეო უწყებამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს წერილით მიმართა

მარშალ პრესი 15/02/2024
საგარეო

2024 წლის 12 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი.

სამინისტროს ცნობით, როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს.

წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული“, – აღნიშნული საგარეო უწყების ინფორმაციაში.

Continue Reading

Previous: აუცილებელია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აწარმოებს, იყოს მიმზიდველი საერთაშორისო ბაზარზე – ირაკლი ჩიქოვანი
Next: პენსიის ზრდა იქნება ეტაპობრივი და 1 000 ლარამდე 2028 წელს გაიზრდება – ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025