Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აშშ თანდათანობით შთანთქავს გერმანულ ინდუსტრიას თუნდაც საკუთარი სახელმწიფო სუბსიდირების გამო, იაფი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი გერმანული სამრეწველო სიმძლავრეების ხარჯზე

მარშალ პრესი 14/02/2024
დავი ქართველიშვილი

“გერმანიიდან შტატებში გადასვლას აპირებს Рorsche-ც – ელექტრობატარეების გამომშვები ქარხნისთვის გამოყოფილი ამერიკული სამთავრობო სუბსიდია შეადგენს 2 მილიარდ დოლარს, მაშინ როდესაც გერმანია კონცერნს 800 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, მიზეზი ბანალურია, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული სანქციების გამო გაძვირებულია ელექტროენერგია.

“სტალინზე ნოსტალგია იქეთ იყოს და გერმანიაში უკვე სერიოზულად მისტირიან ანგელა მერკელს. უკანასკნელ ხუთ წელიწადში ქვეყნის უმსხვილესი სამრეწველო კონცერნის Thyssenkrupp-ის აქციები 62%-ით გაუფასურდა. მიზეზი ბანალურია, რუსულ ენერგომატარებლებზე დაწესებული სანქციების გამო გაძვირებული ელექტროენერგია.

იმავე პერიოდში Thyssenkrupp-ის ძირითადი ამერიკელი კონკურენტის US Steel-ის აქციები სტაბილურად იზრდება.

გერმანიიდან შტატებში გადასვლას აპირებს Рorsche-ც – ელექტრობატარეების გამომშვები ქარხნისთვის გამოყოფილი ამერიკული სამთავრობო სუბსიდია შეადგენს 2 მილიარდ დოლარს, მაშინ როდესაც გერმანია კონცერნს 800 მილიონზე მეტს ვერ სთავაზობს. ქალაქ ბადენ-ვიურტემბერგში ჩაშლის პირასაა Cellforce Gigafactory ქარხნის მშენებლობა.

გერმანულმა ავტოგიგანტმა BMW-მ უკვე დაიწყო თავისი ქარხნის მშენებლობა სამხრეთ კაროლინას შტატში. ამერიკაში გადასაბარგებლად ასევე ემზადება Audi.

ასეთი არასაბაზრო მეთოდებით, აშშ თანდათანობით შთანთქავს გერმანულ ინდუსტრიას თუნდაც საკუთარი სახელმწიფო სუბსიდირების, იაფფასიანი ელექტროენერგიისა და აფეთქებული “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენების გამო, იაფი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი გერმანული სამრეწველო სიმძლავრეების ხარჯზე…”, – წერს ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: საერთოდ რა უნდა პეტრეს იქ სადაც არის? – მგონია, რომ ბორკილებად ადევს ის ანაფორა – დათო ლიკლიკაძე პეტრე კვარაცხელიაზე
Next: სირცხვილი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ამდენი ადამიანი უმუშევარია?! – გიორგი ვაშაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025