Skip to content
09/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს

მარშალ პრესი 11/05/2022
მამუკა მდინარაძე

ამორალურია, სისტემის ავტორი, რომელშიც პატიმრებს კლავდნენ და აუპატიურებდნენ, სამკურნალოდ გადაყვანაზე პირობებს აყენებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის პერიოდში პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

„ერთი სიტყვით რომ შევაფასო, ამორალურია განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც ედგა იმ სისტემას სათავეში, რომელი სისტემის პირობებშიც სიცოცხლის უფლება ჰქონდათ ადამიანებსა და პატიმრებს წართმეული. ყველას ძალიან კარგად გახსოვთ ის პერიოდი, როცა პატიმარი მოთხოვნას არათუ აყენებდა, ზედმეტი სიტყვაც შეიძლება, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

ამ სისტემის ავტორი, კლინიკაში მისთვის მკურნალობის გაწევის მიზნით გადაყვანას რომ სთავაზობენ, იქიდან პირობებს აყენებს. ყველას გვავიწყდება ამაზე მსჯელობის დროს, რომ მისი ავტორობით ამ ქვეყანაში პატიმრებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ, გონების დაკარგვამდე სცემდნენ და ამის ავტორი ახლა პირობებს აყენებს, თუ გინდათ, რომ ვიმკურნალო, მოდი, ეს პირობები შემისრულეთო. ამორალურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next: ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი თავი გადადო და ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.