Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს ზურაბიშვილი წერილის გაგზავნას პროტესტის ნიშნად არ აპირებდა, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლის და კრიტიკის შემდეგ პოზიცია შეიცვალა – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 14/02/2024
თამთა მეგრელიშვილი

პრეზიდენტის მიერ ალიევისადმი გაგზავნილი მისალოცი წერილი პასუხებზე მეტ კითხვებს აჩენს, როგორც ჩანს ზურაბიშვილი წერილის გაგზავნას პროტესტის ნიშნად არ აპირებდა, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლის და კრიტიკის შემდეგ პოზიცია შეიცვალა – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩაგვაყენა უხერხულ მდგომარეობაში და სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა.

„პრეზიდენტის მიერ, ალიევისადმი გაგზავნილი მისალოცი წერილი პასუხებზე მეტ კითხვებს აჩენს, როგორც ჩანს ზურაბიშვილი წერილის გაგზავნას პროტესტის ნიშნად არ აპირებდა, მაგრამ საზოგადოებრივი ზეწოლის და კრიტიკის შემდეგ პოზიცია შეიცვალა.

ჯიუტი ბავშვის პოზიციიდან პოლიტიკოსად გარდაისახა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 10 თებერვალს წერილის გაგზავნას უარყოფდნენ, მიზეზად კი აზერბაიჯანის ცესკოს ოფიციალური შედეგის არ გამოქვეყნებას ასახელებდნენ.

„აზერბაიჯანის ცესკომ გამოაქვეყნა უკვე ოფიციალური მონაცემები? წინასწარი დათვლის შედეგები რომ იყო და ოფიციალური თუ არის ჩამიგდეთ აბა“ – პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლის ეს სატელეფონო კომენტარი POSTV-მ 10 თებერვალს ჩაწერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული 9 თებერვლით თარიღდება.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ჩაგვაყენა უხერხულ მდგომარეობაში, სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა საკუთარი ინტერესები დააყენა, წერილი კი რომელიც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს 12 იანვარს გაუგზავნა იყო არა პროტოკოლის დაცვა და დიპლომატიური ჟესტი, არამედ ზეწოლის შედეგად,მოვალეობის მოხდის მიზნით გადადგმული ნაბიჯი“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მოჭიდავე ზურა დათუნაშვილი ნიკა გვარამიას გუნდში
Next: ევროკავშირში შესვლის გარეშე ჩვენ ვერ გავმდიდრდებით – ალეკო ელისაშვილი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.