Skip to content
13/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მარშალ პრესი 13/02/2024
428374819_784600147042434_4750546569654667046_n

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. 

 შეხვედრა მცხეთის, ძეგვის, ნავდარაანთკარის და ჯიღაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლების მოსახლეობასთან შედგა, რომელთაც შესაძლებლობა მიეცათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ და გაცნობოდნენ პროგრამის ფარგლებში მათ სოფლებზე გამოყოფილ თანხას. ასევე, სოფლის პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფლისთვის, პირველ რიგში მოსაგვარებელი საკითხები განისაზღვრა. 

აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას, მცხეთის მუნიციპალიტეტი მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, მცხეთის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მცხეთის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მცხეთის მუნიციპალიტეტისთვის  წელს 846 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა.

კრებებზე გამოიკვეთა თითოეულ სოფელზე გამოყოფილი თანხებით შესასრულებელი შემდეგი პრიორიტეტული პროექტები, რომელიც წლის ბოლომდე განხორციელდება. ესენია: სასმელი წყლის სისტემებისა და სათავე ნაგებობების მოწესრიგება, გარე განათებები, შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, სანაგვე ურნების შემოღობვისა და სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოები.

Continue Reading

Previous: გრძელდება მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის. საუბარია უკრაინის ფაქტობრივ გაყოფაზე, სწორედ ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი – გარი კასპაროვი
Next: ალბათ, პეტრეს სათანადოდ არ აფასებენ და არ იცნობენ – პეტრე კვარაცხელიას პასუხის სინოდალური კომისიის დასკვნაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025