Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კომედია გრძელდება – სააკაშვილი მისმა მეგობრებმა კვლავ კონგრესზე დასაწრებად მიიწვიეს

მარშალ პრესი 13/02/2024
მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი EPP-ის 2024 წლის კონგრესზე მიიწვიეს, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება.

პარტიის ცნობით, მისაწვევი წერილი, რომლის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, მანფრედ ვებერს ეკუთვნის.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვართ, მოგიწვიოთ ევროპის სახალხო პარტიის 2024 წლის კონგრესზე, რომელიც გაიმართება ბუქარესტში, 6-7 მარტს. 2024 წლის კონგრესის, რომელსაც თანამასპინძლობას უწევს [რუმინეთის] ნაციონალური ლიბერალური პარტია, ძირითადი საკითხი იქნება მიმდინარე წლის ევროპული არჩევნებისთვის მომზადება. ევროკომისიის პრეზიდენტობის EPP-ის კანდიდატის წარდგენასა და EPP-ის საარჩევნო მანიფესტის მიღებასთან ერთად, რაც ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხებს შეადგენს, კონგრესი ასევე იქნება მთელი ჩვენი პოლიტიკური ოჯახის შეკრების, რეზოლუციებისა და წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და საარჩევნო კამპანიის ცენტრალური თემების განხილვის შესაძლებლობა. გთხოვთ, იხილოთ თანდართული პროგრამა“, – აღნიშნულია ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის, მანფრედ ვებერის წერილში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზავნილები წინააღმდეგობაშია მთავრობის ხედვასთან და ერთი-ერთში ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის ნარატივს
Next: სააკაშვილი ვერ პატიობს სოზარ სუბარს “ხალხის ძალის” სახელით გამოთქმულ მტკიცე განზრახვას – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.