Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გვარამიას, ხოშტარიას ან ზურაბ ჯაფარიძეს „ნაცმოძრაობას“ ვერ ჩამოაშორებ და ვერ გარეცხავ, გახარიას კი მათთან აკავშირებს ის, რომ ყველა უცხო ქვეყნის აგენტურაა საქართველოში

მარშალ პრესი 12/02/2024
სოზარ სუბარი

„როცა ვამბობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, ვგულისხმობთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. აქ შედიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამ რეჟიმის სახეები იყვნენ და კონკრეტული დამნაშავეები არიან“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, რომელთაც პირდაპირი თუ ირიბი დანაშაული მიუძღვით ქართული სახელმწიფოს წინაშე.

„გვარამიას, ხოშტარიას ან ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გენერალური დირექტორი თუ თავმჯდომარე იყო, ამ პარტიას ვერ ჩამოაშორებ და ვერ გარეცხავ, თუმცა მათ შორის არიან ადამიანები, რომელთაც ძალიან კონკრეტული დანაშაულები მიუძღვით. მაგალითად, ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი დამნაშავე პირიც და იდეოლოგიც, რომელიც „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებით საქმეების გაყალბებას ხელმძღვანელობდა.

არიან, ასევე, ადამიანები, რომლებიც მაშინდელი რეჟიმის სახეები არ იყვნენ, მაგალითად, ასეთია გახარია, მაგრამ დღეს მას ალიანსი აქვს „ნაცმოძრაობასთან“ და აერთიანებთ ერთი ნიშან-თვისება – არიან უცხო ქვეყნის აგენტურა საქართველოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, პრეზიდენტის ინსტიტუციაში შექმნას ოპოზიციური ერთობის საარჩევნო შტაბი, რომლის მიზანი არა არჩევნებში გამარჯვება, არამედ არჩევნების დისკრედიტაციაა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერების მიზნით საგრანტო კონკურსის პროგრამის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.