Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება

მარშალ პრესი 12/02/2024
ბექა დავითულიანი

ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, სადაც სურს რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში “მოამბე“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„რის იმედით ამბობენ, რომ უმრავლესობაში მოვლენ? მამუკა ხაზარაძე რომ დაწერს, 36 კვირა დარჩა ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლამდეო, ეს არის იმის საფუძველი რომ იფიქრონ, თითქოს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი აქვთ? გაივლის ეს 36 თუ რამდენი კვირაც დარჩა, მე არ ვითვლი, მამუკა ხაზარაძე ითვლის თავის კრახამდე დარჩენილ კვირებს და საათებს და ვნახავთ, რომ ამ 36 კვირის მერე ბიძინა ივანიშვილი იქნება იქ, სადაც არის, იქ, სადაც სურს რომ იყოს, ხოლო მამუკა ხაზარაძეს მოუწევს წასვლა მოსკოვში თვითონ და იმ „ჩერქეზსკი ბაზართან“ თავისი ქუჩის მუსიკოსობის უნიჭო რეპერტუარის შეთავაზება, ამას თუ გულისხმობს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ ამ განცხადებების მერე მამუკა ხაზარაძის ფორდ-მუსტანგს დამწვარს, ოღონდ ამჯერად უკვე სირცხვილისგან, არჩევნებში მიღწეული შედეგების გამო. რის იმედად ამბობენ ამას, არ ვიცი, იმედია, რაღაც გამოკითხვას ატარებენ, რეალობა იციან, შეგუებულები არიან და თავის ამომრჩეველს ატყუებენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: უკვე ისეთ განცხადებებს ვისმენთ „ლელოსგან“ და მამუკა ხაზარაძემ საერთოდ რეპრესიების ახალი ტალღა დააანონსა – მაია ბითაძე
Next: მოუთმენლად ველი ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას – ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.