Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქმე რაღაც “დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 12/02/2024
დავით ქართველიშვილი

„საქმე რაღაც “დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან“,– წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს.

„ყველას გვახსოვს ნაცების მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შარშანდელი განცხადების „აბიჟნიკური” ტექსტი – ქვეყანაშიო ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა იყოო ჩამოსული და მე არა თუ არ შემახვედრეს, არც გამაგებინესო ამაზე… აზრი არ ჰქონდა იმის ახსნას, რომ ვიზიტი სამუშაო (!) იყო და ეხებოდა სამთავრობოთაშორისო საკითხებს და არა პეპლების პოპულაციას ვაშლოვანის ნაკრძალში.

დღეს კი, უბრალოდ ვხვდებით, რომ საქმე რაღაც „დაპაუზებულ” შურისძიებასთან გვაქვს და რაღაც გენდერულ ახირებასთან. სხვა განმარტება მე არ მაქვს. ამ წუთას დავასრულე ერთ აზერბაიჯანულ გამომცემლობასთან ინტერვიუ. შეკითხვაზე, თუ მაინც რატომ იქნა შარშან ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციირება საჭირო – თუნდაც ეს უკანასკნელი მაგალითი მოვიყვანე, რასაც გაოგნებული გაგებით მოეკიდნენ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ამინდის პროგნოზი
Next: ადამიანით ვაჭრობის საქმეზე ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025