Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკვე მერამდენედ, ამ ქალის გამო, ქართული სახელმწიფო უხერხულობას ვერ მალავს საკუთარი ხალხის თუ დიპლომატიური წარმომადგენლების თვალში – თამთა მეგრელიშვილი პრეზიდენტზე

მარშალ პრესი 12/02/2024
თამთა მეგრელიშვილი

უკვე მერამდენედ, ამ ქალის გამო, ქართული სახელმწიფო უხერხულობას ვერ მალავს საკუთარი ხალხის თუ დიპლომატიური წარმომადგენლების თვალში, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.

მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის საკუთარ უფლება მოვალეობებს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით, რაღაცის სანაცვლოდ ასრულებს.

„საქართველოს მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი უფლება მოვალეობებს მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთით, რაღაცის სანაცვლოდ აკეთებს.
მას ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს, დილით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაურეკა ალიევს და მიულოცა ხელახლად არჩევა.

გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს, პატივს არ სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და საკუთარ თავს საქართველოს პრეზიდენტის რანგში.

უკვე მერამდენედ, ამ ქალის გამო, ქართული სახელმწიფო უხერხულობას ვერ მალავს საკუთარი ხალხის თუ დიპლომატიური წარმომადგენლების თვალში.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელი ქვეყნის ლიდერს გაპრეზიდენტება არც კი მიულოცა, მაინც არავინ არაფრად მაგდებს და მე რაღატო ვიაქტიუროო – ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტზე
Next: ამინდის პროგნოზი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025