Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას

მარშალ პრესი 12/02/2024
გია აბაშიძე

საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევს, ფორმალურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისთვის ნაცოპოზიცია უფრო პრიორიტეტულია.

„საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევს, ფორმალურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს, დილით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაურეკა ალიევს და მიულოცა ხელახლად არჩევა. გამოდის, რომ უსაქციელო სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. თუმცა, როგორ უნდა სცეს პატივი ამ უმნიშვნელოვანეს თემებს, როცა აგენტოკრატიის ვასალი ზურაბიშვილისთვის ნაცოპოზიცია უფრო პრიორიტეტულია. სამარცხვინო!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: გაციმბირების ნაცვლად, “გამოსკოვებას” და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება რეპრესიების სახით ადამიანებს – მამუკა მდინარაძე ხაზარაძეზე
Next: ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება – ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025