მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გამოცდილი გვაქვს რა არის ომი, ეს ყველაფერი გავიარეთ და ვიცით, რა შედეგები მოყვება, საქართველოს ხელისუფლება და მოსახლეობა ამას არ დაუშვებს, მაგრამ ქვეყნის მოქალაქეებს გაუგებარი ეჭვები აძლევს იმის ლეგიტიმაციას, რომ კითხვები დაისვას

IMG.GE

ჩვენ გამოცდილი გვაქვს რა არის ომი, ეს ყველაფერი გავიარეთ და ვიცით, რა შედეგები მოყვება. ამაში საკმაოდ მყარად დგას ხელისუფლებაც და საქართველოს მოსახლეობაც, რომ ამას არ დაუშვებს, მაგრამ გაუგებარი ეჭვები აძლევს იმის ლეგიტიმაციას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და ამ შემთხვევაში ქალბატონ ხათუნასაც, რომ ეს კითხვები დაისვას. ჩვენი მხრიდანაც ვერ უარვყოფთ, რომ ეს კითხვები არსებობს და გვინდა პასუხები, რას ნიშნავს – განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან, მაინც არის ორკერტრირებული შეტევის მცდელობა.

„რაღაცნაირად ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, ამ გაუგებარი არსების გაუგებარი დამოკიდებულება ავადმყოფობასთან და გადაყვანასთან დაკაშირებით, მოთხოვნები, ამ სიტუაციის ერთიანობა გარკვეულწილად შეიმჩნევა. ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც იქ არიან ხელისუფლებაში, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, პირდაპირ მოუწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ადანაშაულებენ იმაში, რომ რუსულ საქმეს აკეთებს და რუსეთთან არის კავშირში. ამაზეც ხომ პასუხებია გასაცემი. გასაგებია, რომ ომია, მაგრამ ის ადამიანები ომში ჩართულები არიან და თან ყოველგვარი ფაქტების გარეშე გადანაშაულებენ. ამ ყველაფერს ჩვენი პარტნიორები უყურებენ. რა თქმა უნდა, არის რიგი პასუხები, სადაც მყარად დგანან საქართველოს ხელისუფლების გვერდით და ამ ყველაფერს უარყოფენ, მაგრამ უფრო მკაფიო განცხადებებიც გვინდა და პასუხებიც გვინდა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პროცესში უკრაინის გვერდითაც ვართ და ევროკავშირის წევრებიც გავხდეთ. ყველა თემაში ვართ მაქსიმალურად ჩართულები და ეს ორმაგი სტანდარტი, რომ ერთი მხრივ, მხარს ვუჭერთ და მეორე მხრივ, რომ რაღაც მცდელობები არის და ერთმანეთთან რაღაცეები დაკავშირებულია, ეჭვს აჩენს. გამოაქვეყნეს რაღაც გაუგებარი სატელეფონო ჩანაწერი მეგობართან, სადაც არაფერი მსგავსი არ არის და ამაზე ქონდა აპელირება მთლიანად ოპოზიციურ სპექტრს, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. ამას დაემთხვა ბანკის თემა. არ ეკადრება შვეიცარიის ბანკს როგორც მოიქცა, პროცესი წააგო და ასე იქცევა. ესეც ეჭვის საფუძველს იძლევა, რადგან შვეიცარიის ბანკები მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე მყარი, დაცული და სანდო. მიუღებელია ასეთ სიტუაციაში ამგვარი საქციელი. ჩვენი კითხვები ლეგიტიმურია და ეს კითხვები უნდა ამოიწუროს იმისთვის, რომ გზაზე, რომელიც არჩეული გვაქვს მყარად ვიაროთ. ჩვენ პარტნიორები გვინდა იმისათვის, რომ მყარად დაგვიჭირონ მხარი და ერთად ვიაროთ. თუ ახლა აქ სიტუაციის ასარევად ეძლევა საშუალება და კომენტარიც არ კეთდება, პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა, შეიძლება სატელეფონო საუბარზე გიგაური აკეთებდეს კომენტარს? პირდაპირი შეტევა მიდის ხელისუფლებაზე. ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, თავის საქმეს აკეთებს და ამაზე საუბრობს ოპოზიცია და მთელი პოლიტიკური სპექტრი. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, რატომ ხდება რომ ის ადამიანები, რომლებიც ფინანსდებიან აშშ-დან, უმრავლესობა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასეთ ქმედებებს ჩადიან. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, ჩვენც გვაინტერესებს, თორემ ჩვენ მყარად ვდგავართ და გვჯერა ჩვენი პარტნიორების და იმ გზის, რასაც ვაკეთებთ და გვინდა რომ ამაში სრული მხარდაჭერა გვქონდეს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს დამოკიდებულება უკრაინისადმი არანაირად არ შეიცვლება.

საქართველოს მთელი მოსახლეობა ერთიანები ვართ იმაში, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს გვერდით. ეს ფაქტებითაც აღინიშნა, თუმცა გაუგებარია მათი გამონათქვამები. ჯერ იყო ქილიკი „ხომ არ წახვიდოდით, გაისეირნებდით ცხინვალში და სოხუმში“, ეს ყველაფერი ხომ ერთმანეთთან რაღაცნაირად კავშირშია, ესენი ხომ უბრალო მოქალაქეები არ არიან, ასეთი მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში და ასეთი მოწოდებები საქართველოს მიმართულებით, არც დამალეს, რომ კარგი იქნებოდა, რომ საქართველო რაღაცნაირად ომში ჩაერთვებოდა და რუსეთს ზურგით დაარტყამდა და ა.შ., ან ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ იყოს, ამას გააკეთებდა. ამას ვიღაც არ ლაპარაკობს, ამას ლაპარაკობენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პრეზიდენტის მრჩევლები და ა.შ. ეს თავისთავად იწვევს ეჭვს უბრალო მოქალაქეშიც და ნებისმიერი ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროცესში, გაუჩნდება ეჭვი. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გვერდით ედგეს უკრანას საერთაშორისო პლატფორმაზე, განაცხადის შეტანაზე და ა. შ. ერთის მხრივ ამას ყველაფერს ვაკეთებთ და მეორეს მხრივ ვხედავთ გაუგებარ დამოკიდებულებას. ეს აჩენს ეჭვს, კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობს. თუმცა, ის, რომ აშშ ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია და მისი პოზიცია და საქართველოს ურთიერთობა ყველასთვის ცნობილია, ამაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ ასეთ დამოკიდებულებას, ლეგიტიმური კითხვები არსებობს და აუცილებელია პასუხი გაეცეს“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება