Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც “ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო “ფუფლოს” წააგავდა

მარშალ პრესი 12/02/2024
დავი ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი.

„დღეს ვადაგასულმა თაღლითმა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი კუთვნილება საზოგადოების იმ დანაშაულებრივ/დეკლასირებული ელემენტების გარემოსადმი, სადაც აზრის გამოხატვის მიზნით მიმართავენ კრიმინალურ სამყაროში აპრობირებულ სპეციალურ სოციალურ დიალექტს (სოციოლექტს). ამჯერად ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც თავი “მუჟიკად” წარმოეჩინა, რომელიც პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს ა.წ. 27 ოქტომბერს მისი მოსკოვის მიმართულებით გაძევებით, მაგრამ ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც “ფრაერთან” გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო “ფუფლოს” წააგავდა.

იმ ორმაგ “ფუფლოს”, სადაც ხაზარაძე ჯერ არჩევნებს იგებს, ხილო მერე მოწინააღმდეგეთა დეპორტირებით უნდა დაკავდეს და რომლის დამახსოვრებასაც აზრი არა აქვს. ან როდის აგებდა პასუხს თავის მიცემულ სიტყვაზე, ან როდის ქენჯნიდა “ნამუსი” ფუფლოს გავრცელების გამო. საოცარია ამ კრიმინალურ “ლელო”-საკანში გაერთიანებული იმ “ფრაერების” ნაირსახეობა, რომლებიც ცდილობენ მუქარით გადაფარონ საკუთარი “პარაშასთან” მყოფი მდგომარეობა: კამსამოლები, კომპარტიელები, რუსი მასონი – ანუ ზუსტად ის კონტინგენტი, ოქტომბრის ბოლოს მოსკოვის რეისზე შეძენილი ავიაბილეთები რომ “დახატავდათ”.“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: წარსულში მიხეილ სააკაშვილის პირადი “ლეღვის ფოთოლი” პოლიტიკური ანგარიშსწორებებით იმუქრება – ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძეზე
Next: ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით – პრემიერი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025