ხაზარაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკისგან შორს არის

387
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ „ლელო“ ყოველთვის არასწორ პოლიტიკურ მესიჯებს ახმოვანებს და ეს არაერთხელ აჩვენა. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ მათ პოლიტიკა კორპორაციის მართვა ჰგონიათ. ვერც ბადრი ჯაფარიძემ და ვერც მამუკა ხაზარაძემ ვერასდროს აჩვენეს, რომ პოლიტიკური ალღო აქვთ. მათ უამრავი თანხა დახარჯეს და დაახლოებით იმდენივე ადგილი მიიღეს პარლამენტში, რამდენიც „გირჩმა“, რომელთა წევრებმაც მთელი წინასაარჩევნო კამპანია სოციალური ქსელით აწარმოეს.
„სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძე ვერ ერკვევა რა არის დედაქალაქის არჩევითი მერი და მას რა პასუხისმგებლობა აკისრია. როდესაც პარტიის ლიდერი საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელშიც ვერ ერკვევა, დასანანია. განსაკუთრებით სამწუხარო კი ეს „ლელოს“ ამომრჩევლისთვის არის. ხაზარაძემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, ხოლო რაღაც ხმამაღალი პოპულისტური განცხადებები რეალური პოლიტიკა არ არის. ამ პარტიის რეიტინგი არჩევნების შემდეგ, არასწორი პოლიტიკური ტაქტიკის გამო, კიდევ უფრო დაღმავალი გახდა.
სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ისეთი ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ვერ ხვდება მის ამომრჩეველს როგორი განწყობა აქვს. თუ ხვდებიან, თავიანთ არაადეკვატურ ქცევებს მაინც აგრძელებენ. ის, რომ დედაქალაქის მერად კახი კალაძეს ვერცერთი ოპოზიციური კანდიდატი ვერ დაუდგება, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამას ხვდება გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები. სამწუხაროდ, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ხვდება და 7-თვიანი გაუაზრებელი ქცევის შემდეგ პარლამენტში უსირცხვილოდ შედის. ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით, „ქართული ოცნება“, როგორც მერების, ასევე საკრებულოების ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. თუმცა, პატარა პარტიებმა განსაკუთრებული ყურადღება საკრებულოებში გამარჯვებისკენ უნდა მიმართონ“, – ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, რაც შეეხება ერთიან კანდიდატს, ამაზე შეთანხმებას ოპოზიცია ვერ მოახერხებს. ეს იგივე იქნება, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატზე „შეთანხმდნენ“. ხოლო ვისაც კიდევ პრაგმატული აზროვნება შერჩენია, ორიენტირი საკრებულოებზე უნდა გააკეთოს. ” – წერს აბაშიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება