Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას – ნატო-ს გენ.მდივანი

მარშალ პრესი 11/02/2024
სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთს ნატოს იმ ქვეყნებზე თავდასხმისკენ წაახალისებდა, რომლებიც გადასახადებს არ გადაიხდიდნენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ თავდასხმას ალიანსზე „ერთიანი და ძლიერი პასუხი“ მოჰყვება.

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-ის და მზარდი რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს. ველი, რომ მიუხედავად იმისა თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ ნატოს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ დარჩება“, – აღნიშნულია სტოლტენბერგის განცხადებაში.

მისივე თქმით, ნატო საკუთარი მოკავშირეების დასაცავად მზად არის და ამის ძალა აქვს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის წაახალისებდა რუსეთს, რომ თავს დასხმოდა ნატოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც სამხედრო ალიანსის ნაწილი.

Post navigation

Previous: ნიკა გვარამიამ რამდენიც არ უნდა იძახოს “ნაცი” არ ვარო, არ დაუჯერებს ის, ვისთვისაც “ნაცი” მიუღებელია
Next: სად ხართ ხაბეიშვილო, ვაშაძე? – რუსთაველი უნდა გუგუნებდეს ახლა – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ნაც.მოძრაობის ლიდერებს გაუწყრა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.